This page may not be available in your language

მარშრუტები

ღვინო და გასტრონომია

ულამაზესი პეიზაჟები, გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები გაგიძღვებათ სამეგრელოსა და იმერეთის ღვინის სამყაროში, რომელიც ასევე ცნობილია თბილი სტუმართმოყვარეობითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. თვალწარმტაცი პეიზაჟები, სოფლის მყუდრო ატმოსფერო, სტუმართმოყვარე მასპინძლები და დასავლეთ საქართველოს ღვინოების მრავალფეროვნება თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

თუგი გიყვართ Სოფლის ბაღის ჩრდილში მეღვინეებთან საუბრები, მცირე საოჯახო მარნები თქვენს მოლოდინში არიან. აქ შეგიძლიათ საათობით უცქიროთ და დატკბეთ ვენახების თვალწარმტაცი ხედებით, ან მოკალათდეთ სოფლის ოდა სახლის ბუხართან და დატკბეთ ჭიქა ღვინით, მანამ, სანამ მასპინძელი ბაღჩაში მოყვანილი ორგანული პროდუქტებით უგემრიელეს სადილს მოამზადებს. სადღეგრძელოები, ხალხური სიმღერები, ძველი ისტორიები და თქმულებები ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია.  

ღვინო და ენდემური ჯიშები: ქისის ტური

Ქისის ღვინის მარშრუტი გამოგზაურებთ ქართული მეღვინეობის მთავარ რეგიონში, კახეთში. Ეს მარშრუტი შეიქმნა ღვინის ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ეძებენ უნიკალურ გემოებს, იშვიათ ვაზის ჯიშებს და ავთენტურ გამოცდილებას. 

ღვინო და მთები

სწორედ რაჭის მთებში, მტრისგან მალულად, შემოიტანეს ბერებმა ყურძენი. Ისინი მთელი ზაფხულის განმავლობაში ზრუნავდნენ ვაზის უნიკალურ ჯიშებზე, კრეფდნენ და წურავდნენ შემოდგომის მზიან დღეებში. Დღეს ამ ადგილას მხოლოდ ბერების მარნების ნაშთებია შემორჩენილი, თავად ისტორია კი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

ადგილობრივი მეღვინეების დახმარებით რაჭული ღვინის მივიწყებული ისტორია გაცოცხლდა და მთელი მსოფლიოდან ელოდება ღვინის მოყვარულებს. 

ღვინო და მემკვიდრეობა

თუკი გაყვებით მსოფლიოს პირველი ღვინის ფესვებს, საქართველოში, ქვევრის ღვინოსთან აღმოჩნდებით. აქ მეღვინეობის ისტორია 8000 წელზე მეტს ითვლის. არქეოლოგიური მტკიცებულებების მიხედვით კი, პირველი ქართული ღვინოები, სწორედ ქვევრში მზადდებოდა და ინახებოდა. 

ღვინო და სპა

უძველესი დროიდან, ღვინო განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. Ეს გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გახადება, თუკი ამ ღვინის მარშრტუტს აირჩევთ. დამღლელი დღეების შემდეგ თითოეული ჩვენგანი იმსახურებს ძალების აღდგენას და რელაქსაციას. შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის საპოვნელად, „Ღვინო და სპა“ ღვინის მარშრტუტი უდაოდ უალტერნატივოა.

ღვინო და ენდემური ჯიშები: საფერავის ტური

„ღვინო არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ღერთებმა ადამიანებს მისცეს“ - თქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა. Თუკი იკითხავთ, რა შეიძლება იყოს ღვინოზე უკეთესი? - გიპასუხებთ, მხოლოდ საფერავის ყურძნისგან დაყენებული ღვინო.

Საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია, ის მიეკუთვნება ტენტურიერი, მფერავი ყურძნის ჯიშებს. Საფერავის ღვინო გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუკეტით და ჰარმონიული გემოთი. Მას აქვს შავი კენკრის, ძირტკბილას, თამბაქოს, შოკოლადის და სანელებლების ნოტები.