Common Borders.
Common Solutions.

არასოდეს ყოფილა იმაზე მნიშვნელოვანი დრო, ვიდრე ახლა, შავი ზღვის რეგიონში ადგილობრივი ღვინის მწარმოებლების, ღვინოსთან დაკავშირებული ბიზნესებისა და გიდების მხარდასაჭერად

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები მდიდრები არიან მეღვინეობისა და ღვინის წარმოების უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით. „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ დაფინანსებით, შავი ზღვის აუზის 2014-2020-ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული 29-თვიანი პროექტი ხელი შეუწყო ოთხი მონაწილე ქვეყნის ღვინისა და ტურისტულ სექტორში მოღვაწე ბიზნესებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მათი პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის საერთო მიდგომების შემუშავებაში.

ღვინო უფრო მეტია, ვიდრე სასმელი - ეს არის გამოცდილება

Sea of Wine პროექტი ეხმარება ღვინისა და ტურისტულ ბიზნესებს წარმოაჩინონ თავიანთი შეთავაზებები, ხოლო მოგზაურებსა და ღვინის მოყვარულებს ამ ვებსაიტის საშუალებით აქვთ წვდომა ყოვლისმომცველ ონლაინ მონაცემთა ბაზაზე და შესაძლებლობა დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობები სადაც არ უნდა იყვნენ. ჩვენ ვაძლევთ მათ ზუსტ ინფორმაციას და უნიკალურ გამოცდილებას!

პროექტის პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ ანგარიში, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის არსებულ პროექტებს და შავი ზღვის მაკრო დონეზე მნიშვნელობის საუკეთესო პრაქტიკას ადგილობრივი და რეგიონული ტურიზმის განვითარებისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ. შევიმუშავეთ ქვეყნის დონეზე ღვინის ტურიზმის სექტორის მონაცემთა ბაზა: მარნები, ყურძნის ჯიშები, ღვინოსთან დაკავშირებული HORECA, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ ღვინის პაკეტებით, ღვინის ღონისძიებები თითოეულ ქვეყანაში, რომლებიც შემდგომში გამოყენებული იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. შევქმენით ღვინის თემატური მარშრუტები - 6 სომხეთისთვის (21 მარანი), 6 საქართველოსთვის (25 მარანი), 10 უკრაინისთვის (49 მარანი) და 13 საბერძნეთისთვის (60 მარანი)

ქვეყნის დონეზე ღვინის მარშრუტების შექმნისა და შავი ზღვის ღვინის მარშრუტში ჩართვასთან ერთად, პროექტის ფარგლებში გამხორციელდა:

ტრენინგი „ღვინის ტურიზმი - ახალი შესაძლებლობების გამოვლენა“


სასწავლო კურსი ღვინის ტურიზმით დაინტერებულ პირებს და ტურიზმის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს დაეხმარა ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში ღვინის ტურიზმის სფეროში უახლესი მიდგომების და საერთაშორისო ბაზარზე არსებული წარმატებული ბიზნესმოდელების გაზიარებით

ფართომასშტაბიანი ღონისძიება „ვისაუბროთ ღვინოზე“

ღონისძიებამ გააერთიანა ღვინისა და ტურისტულ სექტორში მოღვაწე მხარეები.

ლეიბლი „The Black Sea Wine Glass Member“

საერთო ეტიკეტის - The Black Sea Wine Glass Member-ის შემოღება კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც გააერთიანებს ქვეყნებს და მეტ აღიარებას მოუტანს რეგიონს, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულებას.

ჩვენი ექსპერტიზა

ჩვენი პროექტის პარტნიორებს აქვთ ათწლეულის გამოცდილება მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში!

ჩვენმა ექსპერტებმა ინტენსიურად იმოგზაურეს და შეარჩიეს მარნები, ღირსშესანიშნავი ადგილები, სასტუმროები და რესტორნები შავი ზღვის ღვინის მარშრუტისთვის.

პროექტის ძირითადი მიზნის მხარდასაჭერად მომზადდა დამატებით შედეგები აქტივობები: პროექტის მდგრადობის ანგარიში, კვლევა თემაზე „ღვინის მარშრუტები: ღვინის ტურისტული დანიშნულების განვითარება. აღდგენა COVID 19-ის პანდემიის შემდეგ", კვლევა „ღვინის ტურიზმი და თანამედროვე რისკების მართვა“-გლობალური რისკების გავლენა ღვინის ტურიზმზე”