საქართველო, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიით
8000 წლიანი მეღვინეობის ისტორიით, Საქართველო ამაყად ატარებს ღვინის სამშობლოს სტატუსს. Არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება რომ მსოფლიოში პირველად ღვინის დაყენების ტექნოლოგიას სწორედ სამხრეთ კავკასიელებმა მიაგნეს. Ქართველების წინაპრები ღვინის დასაყენებლად მიწაში ჩამარხულ ქვევრებს იყენებდნენ, ხშირად ღვინის დაძველების ხანგრძლივობა 50 წელსაც აღემატებოდა. Ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია დღემდე გრძელდება და მას საქართველოს ყველა კუთხეში იყენებენ.
ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, საქართველო კი ღირსეულად იკავებს გამორჩეულ ადგილს მსოფლიოს ღვინის რუკაზე.
525 ენდემური ყურძნის ჯიშით, საქართველო მოდის მსოფლიოს ვაზის მთლიანი ჯიშების დაახლოებით ერთი მეექვსედის სამშობლოა. აქ შეგხვდებათ უნიკალური და იშვიათი ვაზის ჯიშები, რომლებსაც ანალოგი არ გააჩნიათ.
Საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ქართული მეღვინეობის ტრადიციას უმძიმეს გამოწვევებთან მოუწია გამკლავება. Მეღვინეობის მექანიზაციამ საფრთხის ქვეშ დააყენა ქვევრის ღვინოები და ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება. Ამ პერიოდში 500-ზე მეტი ქართული ტრადიციული ვაზის ჯიში სრულად ამოიძირკვა.
ქართველი მეღვინეების თავდადებით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიში ნახულობს დღის სინათლეს. Ენდემური ყურძნები, მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა ელოდება საქართველოში ჩამოსულ ღვინის მოყვარულებს.
მეღვინეობის უძველესი ტრადიციებითა და კლასიკური ევროპული ტექნოლოგიების სინთეზით, საქართველო წარმოადგენს ისტორიისა და თანამედროვეობის, ტრადიციისა და ინოვაციების უნიკალურ ნაზავს.
ინტერესები
რეგიონები
აირჩიეთ წერტილი რუკაზე მარშრუტის დასაწყებად
რუკაზე, ფილტრების ველში, შეარჩიეთ ტურისტული ატრაქცია, ამის შემდეგ შეძლებთ ჰეშთეგების გამოყენებას
Hashtags
ქართული ღვინის მარშრუტები
ქართული ღვინის მარშრუტები მოიცავს მთელს საქართველოს, კახეთის ცნობილი საუკუნოვანი ვენახებიდან, რაჭის მთების იშვიათ ღვინოებამდე, ქართლის ისტორიული საგანძურის გულიდან, დასავლეთ საქართველოს თბილი სტუმართმოყვარეობითა და უგემრიელეს სამზარეულოთი დამთავრებული. ყურძნის, ღვინის, გემოების, გამოცდილებისა და პეიზაჟების მრავალფეროვნება გელოდებათ ახალი აღმოჩენების დაუვიწყარ სამყაროში.
ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი
ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი (GCAD) წარმოადგენს საქართველოს პროექტში SeaOfWine. GCAD დაარსდა 2006 წელს საქართველოში რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. ფონდი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში.
ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი ახორციელებს განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს, დარგობრივი კვლევების, წარმოების, სოფლის მეურნეობის, სოციალური და გარემოს დაცვისა და საგანმანათლებლო სფეროებში. GCAD-ის საქმიანობა ასევე მოიცავს კონსულტაციებს მეწარმეობისა და მენეჯმენტის სფეროში, ბაზრის და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. ფონდის ძირითადი მიზნებია რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
Პროექტის, SeaOfWine, ფარგლებში GCAD თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, მათ შორის ადგილობრივ ასოციაციებთან და ღვინის ქარხნებთან, ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის ხელშესაწყობად.