This page may not be available in your language

ყურძნის ჯიშები

ყურძნის ჯიშები საქართველო

Საქართველო 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის სამშობლოა, რაც, დაახლოებით, მსოფლიოში არსებული ვაზის ჯიშების მეექვსედია. Საქართველოს ვენახებში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფ ვაზის ჯიშებს, რომელთა ნახვაც მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. Ზოგ მეღვინეობაში მოწყობილია ცოცხალი ვაზის ბიბლიოთეკები, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ სხვადასხვა იშვიათი ჯიშის ყურძნის დაგემოვნება.

ქართული ვაზის სახელები თითქმის სრული სიზუსტით აღწერს მათ თვისებებს, ფერს, გემოს, არომატს, რაც ცხადყოფს რამდენად ღრმა ფესვები აქვს მეღვინეობას ქვეყნის კულტურაში. Დღეისათვის ყურძნის 45 სახეობა გამოიყენება კომერციული მიზნებითვის, მაგრამ ქართველი მეღვინეები ზრუნავენ გადაარჩინონ და აღადგინონ ძველი ქართული ენდემური ჯიშები.

უსახელოური

1/21

გემო:

Medium-bodied, natural tannins; natural acidity and sweetness

არომატი:

Red berries

ღვინის სახეობა:

Semi-sweet

ფერი:

Bright ruby

უსახელოური ქართული ენდემური წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ლეჩხუმში. ის საუკეთესოდ იზრდება თიხნარ და კირქოვან ფერდობებზე.

თხელკანიანი, გვიანი შემოდგომის ყურძენი, უსახელოური, გამოირჩევა მაღალი შაქარიანობით და ინარჩუნებს ბუნებრივი მჟავიანობის მაღალ ხარისხს. უსახელოური გამოიყენება მაღალხარისხოვანი სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასაყენებლად. ისინი ინტენსიური შეფერვით, მაღალი ალკოჰოლით, ჯიშური სასიამოვნო არომატით, საკმაო სხეულითა და ჰარმონიული გემოთი გამოირჩევიან.

უსახელაურის ღვინოს აქვს კაშკაშა ლალისფერი შეფერილობა და გამოირჩევა წითელი ალუბლის არომატების თაიგულით. Უსახელაური მიირთმევა დესერტებთან და ნუგბართან, ჩურჩხელასთან, შოკოლადის უცხიმო ნამცხვართან და შებოლილ ყველთან. 

რქაწითელი

2/21

გემო:

Light body, acid with pleasant, light finish

არომატი:

Green apple, citrus, raw nuts, quince, tropical fruits, dried apple, Georgian spices and walnuts

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry, semi-dry, semi-sweet, sweet, sparkling

ფერი:

Yellow green, which progresses to golden color as the wine matures

Რქაწითელი ქართული ენდემური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. Ის მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მიიჩნევა, რომ რქაწითელი პირველ საუკუნეში გაჩნდა აღმოსვლეთ საქართველოში. Დღეისათვის რქაწითელი არის საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიში.

Რქაწითელს ახელწოდება მიღებული აქვს რქის შეფერილობის მიხედვით, რომელიც შემოდგომაზე მოწითალო-წაბლისფერია. მარცვლის სასურველი წვნიანობა, მაღალი შაქრიანობა, ზომიერი მჟავიანობა და სასიამოვნო არომატი განაპირობებს სუფრის ღვინოების დასაყენებლდ, რქაწითლის ფართო გამოყენებას.

რქაწითელის ღვინო მომწვანო ყვითელი ფერისაა, დამწიფებისას კი ოქროსფერს იღებს. კახური სტილის ქვევრის ღვინოები, როგორც წესი, ოქროსფერია და ასაკთან ერთად ყავისფერი ხდება. რქაწითელის ღვინოს აქვს მწვანე ვაშლის, ციტრუსის, უმი თხილის, ტროპიკული ხილის, ვაშლის ჩირის, ქართული სანელებლებისა და კაკლის არომატი. უხდება კერძების ფართო ასორტიმენტს: სხვადასხვა ყველს, კარტოფილის კერძებს, სალათებს, ხორცის სუპებს, მწვანე ლობიოს, ხაჭაპურს და ღვეზელებს.

საფერავი

3/21

გემო:

Full-bodied, rich with tannin

არომატი:

Herbal, fruit, berries, dried fruit, black pepper, tobacco, sweet species

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry, semi-dry, semi-sweet, sweet, sparkling

ფერი:

Deep purple, which progresses to medium garnet as the wine matures

საფერავი - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში. Საფერავს შეხვდებით საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ საფერავის სამშობლო დასავლეთ საქართველო იყო და სამხრეთ საქართველოს გავლით გავრცელდა ქართლსა და კახეთში.

საფერავის ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, მაგრამ ოქტომბრის მეორე ნახევრამდე არ იკრიფება. Საფერავისგან მზადდება მაღალი ხარისხის წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავის ყურძენი ასევე გამოიყენება ტკბილი, ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების წარმოებაში.

საფერავის ღვინო ღრმა მეწამული ფერისაა, რომელიც ღვინის დამწიფებისას ძოწისფერში გადადის. მას აქვს მცენარეული, ხილის, კენკრის, ჩირის და შავი წიწაკის არომატი. საფერავი თავისი მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებებით, ინტენსიური შეფერვით, სხეულის სისრულით, შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით და სიძველეში ძლიერი ბუკეტით, პირველ ადგილს იჭერს მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოებს შორის. Საფერავი უხდება ლობიოს, შემწვარ ქათამს, მწვადს და ცხვრის ხორცს. 

ჩინური

4/21

გემო:

Light Body

არომატი:

Citrus, fresh fruits, green herbs

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry, sparkling

ფერი:

Ranges from green to straw and it becomes golden with age

Ჩინურის მორფოლოგიურ-ბიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს სხვა აბორიგენული ვაზის ჯიშების მსგავსად, ჩინურიც ბუნებრივი ველური ვაზის ფორმიდან წარმოიშვა. ადგილობრივი მოსახლეობაში მევენახოების განვითარებასთან ერთად, მან ფართო გავრცელება ჰპოვა ქართლში.

ივანე ჯავახიშვილის მიხედვით სახელი ჩინური უკავშირდება მის მომწვანო-ოქროსფერ შეფერილობას, ჩინურის ყურძნის ფერი ზეთისხილის ფოთლის ფერს ჩამოგავს, ძველ ქართლში ზეთისხილს ჩინს ეძახდნენ.

Ჩინური უხვმოსავლიანი ჯიშია და მწიფდება გვიან სეზონზე. Ჩინურის ყურძენს ახასიათებს ველური პიტნის, ტყის მსხლის, მცენარეული და ხილის ნოტები. საუკეთესოა ცქრიალა ღვინოების წარმოებისთვის.

ჩინური ყურძნის ღვინის ფერი მწვანესა და ჩალისფერს შორის მერყეობს და ასაკთან ერთად ოქროსფერი ხდება. კლასიკური ჩინური ღვინო ციტრუსის, ახალი ხილისა და მწვანილის არომატს გადმოსცემს. ქვევრის ჩინურს აქვს ჩირისა და მწვანილის არომატი. კარგად უხდება სალათებს, ახალ ბოსტნეულს, ქათმის თეთრ ხორცს, მოხარშულ თევზს და ხიზილალას. 

ხიხვი

5/21

გემო:

High body, medium acidity

არომატი:

Herbs, vineyard peaches and yellow fruit flavors

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry, sparkling

ფერი:

Greenish and becomes golden with age

ხიხვი ერთ-ერთი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. ივანე ჯავახიშვილის აზრით ხიხვი რქაწითელზე ძველიც კია. ხიხვი ფართოდ იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, მის სამშობლოში, კახეთში.

ხიხვი მწიფდება სექტემბრის დასაწყისიდან თვის მეორე ნახევრამდე. მიუხედავად იმისა, რომ ხიხვის ვაზი შედარებით მცირე რაოდენობით ყურძენს იძლევა, მის ღვინოებს შაქრის დაგროვების დიდი პოტენციალი აქვს. ხიხვის ყურძნისგან აყენებენ კლასიკური ევროპული სტილის გამორჩეულ ღვინოებს, ეგზოტიკური მცენარეების არომატით.

ხიხვის ღვინოს მომწვანო ფერი აქვს და ასაკთან ერთად ოქროსფერი ხდება. მას აქვს ბალახების, ატმის და ყვითელი ხილის არომატი. ის საუკეთესოდ უხდება სალათებს, შემწვარ ქათამს, ვაშლს და ჩაქაფულს.

კახური მწვანე

6/21

გემო:

Body with Tannin

არომატი:

Herbs, fruity and floral notes along with citrus

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry, semi-dry, semi-sweet, sweet, sparkling

ფერი:

Greenish, lemon-yellow and becomes golden with age

მწვანე ენდემური ქართული ვაზის ჯიშია, თუმცა ისტორიული მტკიცებულებების სიმწირის გამო, ძნელია მისი წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა. დღესდღეისობით მწვანე ყურძნის ექვსზე მეტი სახეობაა ცნობილი, მათგან ყველაზე გავრცელებულია მანავის მწვანე, გორული მწვანე და კახური მწვანე.

კახური მწვანე საქართველოში საღვინე ვაზის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მწვანეს ყურძენი დამწიფების პიკს სექტემბრის მეორე ნახევარში აღწევს. Კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან, რომელიც ხასიათდება ვენახის ატმის და ხეხილის ყვავილების ნოტებით, მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები.

Კახური მწვანეს ღვინო მომწვანო ლიმონისფერია და ასაკთან ერთად ოქროსფერი ხდება. ციტრუსებთან ერთად, მას აქვს ბალახების, ხილისა და ყვავილოვანი ნოტები. ის საუკეთესოდ უხდება მწვანე, მათ შორის ციტრუსის ინგრედიენტებით მომზადებულ სალათებს, ზღვის პროდუქტებს და მოხარშული თევზის კერძებს.

ოჯალეში

7/21

გემო:

Rich with tannins, full-bodied, natural and nice sweetness and acidity match each other very harmonically

არომატი:

Herbs and red fruits

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry, semi-dry, semi-sweet, sweet, sparkling

ფერი:

Deep ruby color

კვლევები ცხადყოფს, რომ ოჯალეში უძველესი ვაზის ჯიშია სამეგრელოში. მისი სახელწოდება მეგრულ ენაზე „ხეებზე მზარდს“ ნიშნავს. ოჯალეში კლასიფიცირდება როგორც პონტოს ვაზის ჯიში.

ოჯალეში ფართოდ არის გავრცელებული სამეგრელოში, ამ ჯიშს საუკეთესო წარმომადგენლებს მარტვილისა და სენაკის რაიონებში შეხვდებით. ოჯალეშს ხანგრძლივი ვეგეტაციის სეზონი სჭირდება. ყურძნის ამ სქელკანიანი ჯიშისგან მზადდება ნახევრადტკბილი და მშრალი წითელი ღვინოები, რომლებიც ხასიათდება გამორჩეული ხასიათის სანელებლებისა და წიწაკის ნოტებით.

ოჯალეშის ღვინო ხასიათდება მუქი შეფერილობით, ტანის საშუალო სისავსითა და მაღალი მჟავიანობით. ოჯალეშის ღვინოებს აქვთ ბალახების და წითელი ხილის ნოტები. Სამეგრელოში ოჯალეშს მიირთმევენ ტრადიციულ ხორცის კერძებთან, კუჭმაჭთან, ან კუპატთან. 

თავკვერი

8/21

გემო:

Light Body with tannin

არომატი:

Red fruits

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry, semi-dry, semi-sweet, sweet, sparkling

ფერი:

Ruby colored or purple

თავკვერი ქართული ენდემური წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ის მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. თავკვერის ყურძნის ზუსტი წარმომავლობა, წყაროთა სიმწირის გამო, უცნობია. სავარაუდოდ ის ბუნებრივი გამრავლების გზით წარმოიშვა და შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელდა. ბოტანიკური და ბიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით თავკვერი კლასიფიცირდება ქართლის რეგიონის ვაზის ჯიშად.

თავკვერი კარგად იზრდება როგორც თიხნარ, ისე ქვიშიან ნიადაგებზე. თავკვერი მაღალმოსავლიანი ყურძნის ჯიშია და მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. Მისგან შეიძლება მომზადდეს ცქრიალა, ვარდისფერი, წითელი და თუნდაც ტკბილი ღვინოები. Თანამედროვე თუ ტრადიციული მეთოდით დაყენებული წითელი ღვინოები ხასიათდება ალუბლის, მიწისა და მწვანილის ნოტებით.

თავკვრის ღვინო ლალისფერი ან მეწამულია. ეს არის მსუბუქი, ცოცხალი, მაღალი მჟავიანობის ღვინო, წითელი ხილის არომატებით. Თავკვერის ღვინოები უხდება ორაგულის სტეიკს, საქონლის წვნიან კერძებს და ამოლესილი ლობიოს. 

ქისი

9/21

გემო:

Full-bodied, full of tannins. Acidity and alcohol are very well balanced

არომატი:

Citrus, ripe pear, white plum and herbs

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry, semi-dry, semi-sweet, sweet, sparkling

ფერი:

Yellow colored and become gold as they age

ქისის გავრცელებულია კახეთში, თელავისა და გურჯაანის რაიონებში. ის იზრდება იყალთოში, რუისპირში, ქისტაურში, ხოდაშენში, ახმეტაში, ნაფარეულში, ბაკურციხესა და კიდევ რამდენიმე სოფელში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ქისის თეთრი ყურძენი, მწვანე და რქაწითელის ჯიშების ჰიბრიდია.

ქისი, როგორც წესი, მწიფდება სექტემბრის ბოლო 2 კვირაში და მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები.

ქისის ღვინო ღია ყვითელი ფერისაა და დაძველებისას ოქროსფერი ხდება. ქვევრში დაყენებულ კახური სტილის ქისის ღვინოებს გარგარის ჩირისა და კაკლის არომატი აქვთ. კლასიკური სტილის ქისის ღვინოებს ციტრუსის, მწიფე მსხლის და თეთრი ქლიავის არომატი აქვთ. ქისი მიირთმევა ზღვის პროდუქტებთან, ხორცან სალათებთან, შემწვარ ქათმთან, ინდაურთან და ხაშლამასთან. 

ციცქა

10/21

გემო:

Light Body, With Tannin

არომატი:

Herbal, lemon, melon and honey

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry

ფერი:

Greenish and becomes golden with age

ციცქა ენდემური ქართული ვაზის ჯიშია და კოლხური ვაზის ოჯახს მიეკუთვნება. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის თქმით, მისი სახელი სოფლების, ციცხესა და ციცქიურის სახელწოდებებიდან მოდის. იმერეთის რეგიონის ცალკეულ სოფლებში ეს ყურძენი ცნობილია აგრეთვე შანტის, ციცკოსა და მამალი ციცქას სახელებით.

ციცქა საუკეთესოდ იზრდება შემაღლებულ, მთიან რელიეფზე და ძირითადად გვხვდება დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში, ზემო და შუა იმერეთში. ციცქას ღვინოები საკმაოდ მჟავე და ცოცხალია.

ციცქას ღვინო მომწვანოა და ასაკთან ერთად ოქროსფერი ხდება. მას აქვს ბალახების, ლიმონის, ნესვისა და თაფლის არომატი. კარგად უხდება თევზის კერძებს, სალათებს და მწვანე ლობიოს ნიგვზით.

გორული მწვანე

11/21

გემო:

Light Body, with tannin

არომატი:

Apple, white and yellow plum fruit blended with citrus

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry, sparkling

ფერი:

green to light yellow straw

გორული მწვანეს სახელი სიტყვასიტყვით გვეუბნება მის წარმომავლობაზე. ამპელოგრაფების აზრით, ჯიში ბორჯომის რაიონიდან, კერძოდ, სოფელ ქვიშხეთიდან იღებს სათავეს. გორული მწვანე მცირე რაოდენობით გვხვდება რაჭაშიც, სადაც ეს ჯიში „თბილურით“ მოიხსენიება.

გორული მწვანე გვიან მწიფდება და მისგან მიიღება სპირტიანი თეთრ ღვინოები, რომლებიც ხასიათდება ცაცხვის, ველური ყვავილების და გაზაფხულის თაფლის არომატით. გამორჩეული გემოს ცქრიალა ღვინოს მისაღებად, გორულ მწვანეს ხშირად იყენებენ საკუპაჟე მასალადაც.

გორული მწვანეს ღვინოს შეფერილობა მწვანეს, ღია ყვითელსა და ჩალისფერს შორის მერყეობს. Ღვინის თაიგული მდიდარია თეთრი და ყვითელი ქლიავის და ციტრუსების ნოტებით. ღვინის პალატა ნაზად ხილისფერია, ცოცხალი და გამაგრილებელი მჟავიანობით. უხდება მწვანე სალათებს, მოხარშულ თეთრ ხორცს და თევზს.

კრახუნა

12/21

გემო:

Light Body, With Tannin

არომატი:

Pear, white peach and herbs

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry

ფერი:

Greenish, lemon-yellow and becomes golden with age

კრახუნა არის ქართული ენდემური ვაზის ჯიში. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის თქმით, მისი სახელწოდება ადგილობრივად წარმოიშვა და იმერული დიალექტიდან შეიძლება ითარგმნოს როგორც „ხრაშუნა“. კრახუნასთვის საუკეთესო მიკროზონებია სოფლები სვირი, ობჩა და დიმი.

კრახუნა გვიან ყვავილობს. Მისგან მიიღება ალკოჰოლის მაღალი შემცველობის, ტანიანი, ჩალისფერი თეთრი ღვინოები, გარგარის, ბანანისა და თაფლის არომატით. კრახუნას ღვინო რამდენიმე წლის დაძველებისას კიდევ უფრო ღრმა და კომპლექსური ხდება.

კრახუნას ღვინო მომწვანო ლიმონისფერია და ასაკთან ერთად ოქროსფერი ხდება. მას აქვს მსხლის, თეთრი ატმის და ბალახის არომატი. ის უხდება ცხვრის კერძებს, როგორიცაა ჩაქაფული, შემწვარი ქათამი, მოხარშული ენა და ფრინველის ხორცის ცივი სალათები.

წულუკიძის თეთრა

13/21

გემო:

Light Body

არომატი:

Peach, white fruit

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry

ფერი:

Straw Yellow

წულუკიძის თეთრა რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშია, რომელიც წარმოიშვა ადგილობრივი მოშინაურებული ვაზის ჯიშების ოჯახიდან. თავისი მორფოლოგიური თვისებებით წულიკიძის თეთრა უსახელოურს შეგვიძლია მივამსგავსოთ. Ის მიეკუთვნება მსუბუქად დაფარულ ვაზის ჯიშებს, რომლებიც საქართველოში მცირე რაოდენობითაა გაშენებული.

წულუკიძის თეთრა რაჭის რეგიონის თეთრყურძნიანი ჯიშია, რომელიც შუა სეზონზე მწიფდება. წულუკიძის თეთრა გამოყენება სუფრის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად. წულუკიძის თეთრა მაღალი ღირსების ნაზ, სასიამოვნო სუფრის ღვინოს იძლევა. მისგან მზადდებოდა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „თეთრა“.

წულუკიძის თეთრას ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოსახული არომატი, საშუალო სხეული და ნაზი სასიამოვნო გემო, უხდება ხაჭაპურს და სოკოს ნიგვზის სოუსში.

ცოლიკოური

14/21

გემო:

Light-bodied, with high acidity

არომატი:

Herbal, fruit flowers, citrus and honey

ღვინის სახეობა:

White wine grape variety Dry

ფერი:

Greenish or lemon colored and becomes golden with age

ცოლიკოური ქართული ენდემური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. XIX საუკუნიდან ცოლიკოური გახდა დასავლეთ საქართველოს წამყვანი სახეობა და რქაწითელის შემდეგ, ყურძნის ყველაზე გავრცელებული ჯიშია აქ.

ცოლიკოური გვიან მწიფდება და მისგან ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები მზადდება. Მათ ახასიათებთ ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემოვნური მაჩვენებლები.

ცოლიკოურის ღვინო მომწვანო ან ლიმონისფერია და ასაკთან ერთად ოქროსფერი ხდება. მას აქვს ბალახების, ხილის ყვავილების, ციტრუსის და თაფლის არომატი. კარგად უხდება იმერულ ტრადიციულ კერძებს, ყველს, შემწვარ ქათამს, მწვანე ლობიოს და ნიგვზიან ფხალეულს.

ჩხავერი

15/21

გემო:

Light Body

არომატი:

Fresh flavors of red berries, cherries, forest fruits and baking spices

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry, semi-dry, semi-sweet, sweet, sparkling

ფერი:

Pink

ჩხავერის ყურძენი წარმოიშვა დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონში და პონტოს ვაზის ჯიშების მრავალი სამეურნეო თვისება აქვს. ჩხავერი დღესაც ძირითადად გურიაშია გავრცელებული, მაგრამ ასევე გაშენებულია აჭარის და იმერეთის რეგიონის სოფლებში.

გვიანი სიმწიფისა და დაბალი მოსავლიანობის ჩხავერის ყურძენი ჩვეულებრივ იკრიფება ნოემბრის მეორე ნახევარში. ეს ჯიში, რომელიც ძირითადად ვარდისფერი ღვინოებისთვის გამოიყენება, უმეტესად დასავლეთ საქართველოს გურიასა და აჭარაში გვხვდება.

ჩხავერის ღვინოები ღია ვარდისფერია და აქვს წითელი კენკრის, ალუბლის, ტყის ხილისა და საცხობი სანელებლების არომატი. უხდება ხორციან კერძებს და ყველს. 

ალექსანდროული

16/21

გემო:

Light Body

არომატი:

Raspberry and black cherry

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry, semi-sweet

ფერი:

Ruby

XIX საუკუნეში ყიფიანების ოჯახი კვანჭკარასა და მეზობელ სოფლებში მოყვანილი ალექსანდროულის ყურძნიდან (სხვა ჯიშებთან შერეული) ბუნებრივად ტკბილ ღვინოს ამზადებდა. 1930-იანი წლებიდან ამ ჯიშის ყურძნისაგან მზადდება კვანჭკარას ადგილწარმოშობის ღვინოც.

ალექსანდროული ძირითადად გვხვდება რაჭის რაიონში, ის საშუალოზე გვიან მწიფდება. Მისგან ირაწმოება მშრალი ან ნახევრად ტკბილი ღვინოები.

ალექსანდროულის ღვინო მუქი ლალისფერი შეფერვით გამოირჩევა. გემოზე ის ხასიათდება ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ოცხანური საფერე

17/21

გემო:

Full-bodied, with tannins

არომატი:

Cherries, forest fruit, plums and herbs

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry

ფერი:

Ruby

საფერავთან საერთო ენობრივი ფესვის მქონე, მაგრამ გენეტიკურად განსხვავებული ყურძნის, ოცხანური საფერეს, სახელი, უკავშირდება დასავლეთ საქართველოს სოფელ ოცხანას. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით ოცხანური საფერე გარდამავალია კულტურულ და გარეულ ჯიშებს შორის.

იმერეთის რეგიონში გაშენებული ოცხანური საფერე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მწიფდება. საფერავის მსგავსად, ეს არის ტენტურიერი ყურძენი, რომლისგანაც მზადდება ღრმა, გაუმჭვირვალე ლალისფერი შეფერილობის ღვინოები. ოცხანური საფერე ითვლება დიდი პოტენციალის მქონ, საუკეთესო წითელყურძნიან ჯიშად იმერეთში.

ოცხანური საფერეს ღვინოები ლალისფერია და ინტენსიური გემოთი გამოირჩევა. მყარად სტრუქტურირებული და მაღალი მჟავიანობის ღვინო, ახალგაზრდობაში ავლენს ალუბლის, ტყის ხილის, ქლიავის და ბალახის ნათელ არომატს. Ოცხანური საფერეს ღვინოები იდეალურად ერწყმის ხბოს ხორცს, იმერულ კუჭმაჭს და ღორის მწვადს. 

შავკაპიტო

18/21

გემო:

Light Body

არომატი:

Berry and herbal

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry

ფერი:

Ruby

შავკაპიტო, იგივე შავი კაპიტო (როგორც მას ლიახვის ხეობის მოსახლეობა ეძახის) ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონში შეხვდებით.

შავკაპიტოს ვეგეტაციის მოკლე სეზონი აქვს. Შავკაპიტოს ღვინოები ყენდება როგორც ტრადიციული ქვევრის, ასევე ევროპული სტილის ტექნოლოგიით. შავკაპიტო ტერუარის ამრეკლავ ყურძნებს მიეკუთვნება, მისგან მზადდება წითელი, ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოები, ალუბლისა და ბალახის ნოტებით.

შავკაპიტოს ღვინოები ღია ალუბლის ან ლალისფერია, კენკროვანი და მცენარეული ნოტებით. დაბალ სიმაღლეებზე და უფრო ბრტყელ ვენახებში გაშენებისას შავკაპიტოსგან მიიღება სხეულიანი და ინტენსიური ღვინოები, მაშინ, როდესაც მთიან ფერდობებზე გაშენებისას, ყურძენი იძლევა მაღალი მჟავიანობის, ხილის დელიკატური არომატის ღვინოებს. 

ძელშავი

19/21

გემო:

Light Body

არომატი:

Red berries

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry

ფერი:

Dark Ruby

ძელშავი ქართული ენდემური წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს.ძირითადად Გავრცელებულია იმერეთის რაიონებში. ძელშავი ითვლება საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, არქაულ ჯიშად.

Ძელშავი გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი (ვარდისფერი) შეფერვის სუფრის, ცქრიალა ღვინოების დასაყენელად და საკუპაჟედ. ძელშავისაგან შეიძლება საკმაოდ ენერგიული, მაღალმჟავიანი საზაფხულო ღვინის დამზადებაც. ჯიში საგვიანო პერიოდისაა _ იმერეთის რაიონებში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება.

ძელშავის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები, როგორც წესი, ძალიან რბილი და ჰაეროვანია, თუმცა ამ ჯიშისგან ცოცხალი და მაღალმჟავიანი ზაფხულის ღვინოებიც შეიძლება დაყენდეს..

მუჯურეთული

20/21

გემო:

Light Body

არომატი:

Berries, Cherry, Rose-Tree

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry, semi-sweet

ფერი:

Ruby

მუჯურეთული ქართული წითელყურძნიანი ჯიშია, რომელიც ძირითადად რაჭაში გვხვდება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი რაჭაში იმერეთიდან გავრცელდა, ზოგიერთები კი მას ალექსანდროულის ვარიაციად მიიჩნევენ.

Მუჯურეთული საშუალოზე გვიან მწიფდება და შაქრის დაგროვების განსაკუთრებული უნარი აქვს. მუჯურეთულის ყურძნისგან, ძირითადად, წითელი და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები მზადდება. 

Მუჯურეთულის ღვინო ინტენსიურად შეფერილი, მუქი ლალისფერი და გამჭვირვალეა; ხასიათდება სისრულით, თავისებური არომატით, სიტკბოთი და ნაზი ჰარმონიული გემოთი, რომელშიც კარგად იგრძნობა ალუბლის იერი. ამ ღვინით გატაცება და საერთო მოწონება, მისი მაღალი გემოვნური თვისებებით არის გამოწვეული. 

ჟღია

21/21

გემო:

Light Body

არომატი:

Berry with a hint of black pepper

ღვინის სახეობა:

Red wine grape variety Dry

ფერი:

Light red

ჟღია ადგილობრივი წარმოშობის წითელყურძნიანი ენდემური ვაზის ჯიშია, ის ძირითადად კახეთის რეგიონში გვხვდება.

ჟღიას ჯიშის ყურძენი შედარებით ღია ფერისა და ტანინია. მისი ნაყოფი პატარა და მუქი ფერისაა, ადვილად ეგუება გარემო პირობებს და გამძლეა სოკოვანი დავადების მიმართ. Ჟღიასგან საკოლექციო ხარისხის ღვინოები მზადდება.

ჯღიასგან დამზადებული ღვინოები სხვა ქართულ წითელ ღვინოებთან შედარებით ღია ფერისაა. ისინი, როგორც წესი, ფერმენტირდება ქვევრში. Ჟღიას ღვინოებს აქვს ალუბლის და კენკრის არომატი, შავი პილპილის ელფერით.