ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი
მაისი
ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ყოვეწლიურად იმართება ბათუმში, საქართველოს ულამაზეს შავიზღვისპირა ქალაქში. Ღონისძიების ორგანიზატორი არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი საქართველოში ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას ემსახურება, მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. Ფესტივალი რამდენიმე დღე გრძელდება და მონაწილეობას იღებენ მეღვინეები საქართველოს სახვადასხვა კუთხიდან.
ღონისძიებას სრულდება კონცერტით საქართველოს სინფონიური ორკესტრის და სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილებით.
ახალი ღვინის ფესტივალი
მაისი
„ახალი ღვინის ფესტივალი“ ბოლო წლების განმავლობაში სტუმრების საყვარელი ფესტივალი გახდა. ფესტივალი ცდილობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების კულტურის გაძლიერებას საქართველოში. 2010 წლიდან, ბაზარზე ახალი საოჯახო მარნების და ღვინის კომპანიების გამოჩენასთან ერთად, ფესტივალის მნიშვნელობა გაიზარდა.
ფესტივალს ყოველწლიურად მოუთმენლად ელიან არა მხოლოდ ღვინის მწარმოებლები, არამედ ღვინის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან, ღვინის ბლოგერები, ღვინის ბარები, რესტორნები და ღვინის მოყვარულები. მაისის მეორე შაბათი, ეს დღე მყარად არის მონიშნული მეღვინეების და ღვინის მოყვარულების კალენდარზე.
ფესტივალი ღიაა ყველა სტუმრისთვის. სხვა გასართობ ღონისძიებებთან ერთად, მთაწმინდის პარკის სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ მუსიკალური წარმოდგენებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამით და სახალისო ლატარიით, რომელიც საშუალებას აძლევს სტუმრებს მოიგონ საუკეთესო ღვინით სავსე კასრები.
Ზერო კომპრომაისი
მაისი
"Ზერო კომპრომაისი" არის ბუნებრივი ღვინის გამოფენა. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური თარიღი მათთვის, ვისაც სურს ღვინის ყველაზე სულიერ და ბუნებრივ მხარესთან დაკავშირება. "Ზერო კომპრომაისი" უდაოდ არის ნამდვილი დღესასწაული პროფესიონალებისა და მეღვინეებისთვის.
ფესტივალი შექმნილია აღიარებული მეღვინეების და ნატურალური ღვინოების მწარმოებლების, ჯონ ოქროს და ჯონ ვურდემანის მიერ. გამოფენის ფარგლებში ეწყობა ტურები მარნებში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ღვინის დაყენების ეტაპებს და მეთოდებს. Ეს გამოფენა არის საუკეთესო საშუალება ღვინის მოყვარულებისთვის ეზიარონ ქართული მეღვინეობის ტრადიციებს და დატკბნენ ბუნებრივი გემოებით.
WinExpo Georgia
ივნისი
WinExpo Georgia მრავალწლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე წამყვანი დარგობრივი გამოფენაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს წარადგინონ თავიანთი პროდუქცია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის.
შემოდგომაზე ღვინის გამოფენა ExpoGeorgia-ს მე-3 პავილიონსა და გარე სივრცეში იმართება. ღვინის გამოფენის პარალელურად, ტერიტორიაზე ეწყობა აგრობაზრობა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას აძლევს, ფართო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი მრავალფეროვანი პროდუქცია.
WinExpo Georgia ასევე შესანისნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, ინოვაციებს და მრეწველობის განვითარების ტენდეციებს.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი
ივნისი
„ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2011 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება. სიმპოზიუმის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის უძველესი ქართული მეღვინეობის ტრადიციების, ქვევრის ღვინოების გამორჩეული ხასიათის და ქვევრის, როგორც უნიკალური ღვინის ჭურჭლის, გაცნობა.
Ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ვეტერანი მეღვინეები და ღვინის სექტორის სხვა წარმომადგენლები. სიმპოზიუმი არის კარგი შანსი, მასში მონაწილე მეღვინეებისთვის და ექსპერტებისთვის, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და შეხედულებები ღვინის სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ.
ყველის ფესტივალი
ივნისი
ყველის ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას, საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას და მწარმოებელთა მარკეტინგულ ხელშეწყობას ემსახურება.
შავი ზღვის ღვინის ფესტივალი
აგვისტო
შავი ზღვის ღვინის ფესტივალი ტარდება ბათუმში, ქართული ღვინის ფონდის ორგანიზებით. Ყოველწლიურად ფესტივალზე ასამდე ღვინის მწარმოებელი წარმოადგენს ასობით სახეობის ქართულ ღვინოს და ჭაჭას.
შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში მოგზაურ ტურისტებს საშუალებას აძლევს დააგემოვნონ ქართულ ღვინოები, შეხვდნენ მეღვინეებს და გაეცნონ ქართული ხელოვნების ნიმუშებს. სტუმრებს ასევე შეუძლიათ დაესწრონ ეთნო და კულინარიულ გამოფენებს, დატკბნენ ქართული ყველით, ჩირით და ჩურჩხელებით, ან მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.
ღონისძიება სრულდება ბათუმის ბულვარში ქართული ბენდებისა და მუსიკოსების კონცერტით. აგვისტოს მზე, ზღვა და ღვინო შესანიშნავი კომბინაციაა დაუვიწყარი ზაფხულის თავგადასავლებისთვის.
თბილისობა
ოქტომბერი
თბილისობა ყოველწლიური საშემოდგომო ფესტივალია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დედაქალაქის მრავალფეროვნებას და ისტორიას. Თბილისობა პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ თბილისის განუყოფელ ტრადიციად იქცა.
ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები და აგრობაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
თბილისობა უნიკალური შესაძლებლობაა, დედაქალაქიდან გაუსვლელად გაეცნო საქართველოს ყველა კუთხის კულტურას, ტრადიციას, უნიკალურ გემოებს და ღვინოებს. Გასართობი ღონისძიებების მრვალფეროვნებით და მასშტაბით თბილისობა არის რეგიონის ყველაზე დიდი ფესტივალი, რომელიც შთაბეჭდილების გარეშე არავის ტოვებს.
ჯაზი და ღვინო კახეთი
ოქტომბერი
„ჯაზი და ღვინო კახეთი“ ყოველწლიური ფესტივალია და ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში, კახეთში იმართება. Მუსიკისა და ღვინის ჰარმოუნიული შერწყმა, ჯაზის ცნობილი ვარსკვლავები და ადგილობრივი მარნების მიერ წარმოდგენილი იშვიათი და უნიკალური ქართული ღვინოები ფესტივალის სტუმრებს განსაკუთრებულ თავგადასავალში ახვევს.
ფესტივალში ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. მათ შორისაა Dwayne Dopsie, Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club, Judith Hill და სხვები.
ფესტივალის „ჯაზი და ღვინო კახეთის“ ფარგლებში, გარდა კონცერტებისა, იმართება თემატური ღონისძიებები - ქართული ღვინის კომპანიები აწყობენ ღვინის დეგუსტაციას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჯაზის ჰანგების ფონზე დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინოები. ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს ღვინის შესახებ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს აცნობენ. ორ დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ყურძნის კრეფაში, ღვინის დაწურვაში, ქართული კერძების და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასებში.
ქართული ღვინის კვირეული
ოქტომბერი
ქართული ღვინის კვირეული, „ღვინის დღეები საქართველოში,“ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალია, რომლის ფარგლებში ღონისძიებები იმართება საქართველოს ყველა ქალაქში. Ეს არის ქართული ღვინის ზეიმი, რომელიც მთელს ქვეყანას, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის ირგვლივ, აერთიანებს
ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დიდი თუ პატარა ქალაქები მასპინძლობენ სტუმრებს ადგილობრივი ღვინოებით და უნიკალური სასმელებით. Სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილ სივრცეებში შეგიძლიათ დატკბეთ ქართული კერძების მრავალფეროვნებით, მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ მასტერკლასებში.
Ფესტივალის ფარგლებში, გასაერთობ ღონისძებებთან ერთად, იმართება თემატური დისკუსიები, გამოფენები და მოწყობილია შემეცნებითი სივრცეები. Ეს ფესტივალი არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაეცნოთ ქართული მეღვინეობის ისტორიას, დააგემოვნოთ უნიკალური ქართული ღვინოები და მონაწილეობა მიიღოთ ადგილობრივ სახალხო დღესასწაულებში.
თელავინო
ოქტომბერი
ტრადიციული ღვინის ფესტივალი, თელავინო, თელვაში, ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ეზოს ტერიტორიაზე იმართება. ფესტვალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდია წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ღვინო, ჭაჭა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სამელი, დაესწრონ იმპროვიზირებულ წარმოდგენებსა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტებს. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია რთველის ტრადიციებსა და მეღვინეობასთან დაკავშირებული ექსპოზიციები, ეწყობა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი
ოქტომბერი
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება გურჯაანში, კახეთის ღვინის რეგიონში. Ღონისძიების მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება. Ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილია 300-ზე მეტი მარნის, სხვადასხვა სახის, ფერისა და ასაკის ქართული ღვინოები და ჭაჭა. აქვეა სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, სადაც მოწვეული შეფ-მზარეულები ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ ტრადიციულ ქართულ კერძებს.
ფესტივალის გასართობი პროგრამები შთაგონებულია ცოცხალი მუსიკის ჰანგებით და ქართული პოლიფინიით. შემოდგომის ფერებით, გურჯაანის რეკრეაციული ზონით, ქართული კერძებითა და ღვინოებით, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საუკეთესო ღონისძიებაა მეგრობთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.