This page may not be available in your language

ახალი ღვინის ფესტივალი

რეგიონი:

თბილისი

თარიღი:

მაისი

ორგანიზატორი:

Wine Club

საკონტაქტო პირი/ინფორმაცია:

„ახალი ღვინის ფესტივალი“ ბოლო წლების განმავლობაში სტუმრების საყვარელი ფესტივალი გახდა. ფესტივალი ცდილობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების კულტურის გაძლიერებას საქართველოში. 2010 წლიდან, ბაზარზე ახალი საოჯახო მარნების და ღვინის კომპანიების გამოჩენასთან ერთად, ფესტივალის მნიშვნელობა გაიზარდა.

ფესტივალს ყოველწლიურად მოუთმენლად ელიან არა მხოლოდ ღვინის მწარმოებლები, არამედ ღვინის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან, ღვინის ბლოგერები, ღვინის ბარები, რესტორნები და ღვინის მოყვარულები. მაისის მეორე შაბათი, ეს დღე მყარად არის მონიშნული მეღვინეების და ღვინის მოყვარულების კალენდარზე.

ფესტივალი ღიაა ყველა სტუმრისთვის. სხვა გასართობ ღონისძიებებთან ერთად, მთაწმინდის პარკის სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ მუსიკალური წარმოდგენებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამით და სახალისო ლატარიით, რომელიც საშუალებას აძლევს სტუმრებს მოიგონ საუკეთესო ღვინით სავსე კასრები.