ჯაზი და ღვინო კახეთი
რეგიონი:
კახეთი
თარიღი:
ოქტომბერი
ორგანიზატორი:
წინანდლის მამული
საკონტაქტო პირი/ინფორმაცია:
„ჯაზი და ღვინო კახეთი“ ყოველწლიური ფესტივალია და ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში, კახეთში იმართება. Მუსიკისა და ღვინის ჰარმოუნიული შერწყმა, ჯაზის ცნობილი ვარსკვლავები და ადგილობრივი მარნების მიერ წარმოდგენილი იშვიათი და უნიკალური ქართული ღვინოები ფესტივალის სტუმრებს განსაკუთრებულ თავგადასავალში ახვევს.
ფესტივალში ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. მათ შორისაა Dwayne Dopsie, Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club, Judith Hill და სხვები.
ფესტივალის „ჯაზი და ღვინო კახეთის“ ფარგლებში, გარდა კონცერტებისა, იმართება თემატური ღონისძიებები - ქართული ღვინის კომპანიები აწყობენ ღვინის დეგუსტაციას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჯაზის ჰანგების ფონზე დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინოები. ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს ღვინის შესახებ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს აცნობენ. ორ დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ყურძნის კრეფაში, ღვინის დაწურვაში, ქართული კერძების და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასებში.