This page may not be available in your language

ღვინო და გასტრონომია

ულამაზესი პეიზაჟები, გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები გაგიძღვებათ სამეგრელოსა და იმერეთის ღვინის სამყაროში, რომელიც ასევე ცნობილია თბილი სტუმართმოყვარეობითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. თვალწარმტაცი პეიზაჟები, სოფლის მყუდრო ატმოსფერო, სტუმართმოყვარე მასპინძლები და დასავლეთ საქართველოს ღვინოების მრავალფეროვნება თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

თუგი გიყვართ Სოფლის ბაღის ჩრდილში მეღვინეებთან საუბრები, მცირე საოჯახო მარნები თქვენს მოლოდინში არიან. აქ შეგიძლიათ საათობით უცქიროთ და დატკბეთ ვენახების თვალწარმტაცი ხედებით, ან მოკალათდეთ სოფლის ოდა სახლის ბუხართან და დატკბეთ ჭიქა ღვინით, მანამ, სანამ მასპინძელი ბაღჩაში მოყვანილი ორგანული პროდუქტებით უგემრიელეს სადილს მოამზადებს. სადღეგრძელოები, ხალხური სიმღერები, ძველი ისტორიები და თქმულებები ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია.  

Სამეგრელო ცხარე კერძებით და სოუსების ფართო არჩევანით, ცნობილი ყველეულით, ელარჯით, გებჟალიით და იმერეთი, ვეგანური ფხალით, ხაჭაპურით, მაყვალში მომზადებული წიწილით, საქართველოს კულინარიული დედაქალაქის სტატუსისთვის თანაბარ ბრძოლაში არიან.

ამ მარშრუტს საკვებისა და ღვინის დაწყვილების კონცეფცია სრულიად ახალ სიმაღლეზე აჰყავს. Ადგილობრივ საოჯახო მარნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ სამეგრელოს და იმერეთის ავთენტური ღვინოები, მონაწილეობა მიიღოთ თემატურ დეგუსტაციებში და სამზარეულოს მასტეკლასებში.

იმერეთიდან სამეგრელოსკენ მიმავალ გზაზე ოქროს საწმისის ლეგენდის გმირები დაგემგზავრებიან. სანამ მარტვილის კანიონების ჯადოსნურ სამყაროს ეწვევით, დინოზავრების ნაკვალევი გაგიძღვებათ ულამაზესი მღვიმეების სამყაროში.

იშვიათი ყურძნის ჯიშებით, ციხე-სიმაგრეებით, ფართოდ გაშილილი მინდვრებით, სოფლებს კოხტა ეზოებით და ოჯახური გემოებით, სამეგრელო და იმერეთი თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. 

ინტერესები

რეგიონები

ფილტრი

Hashtags

ღვინო და გასტრონომია