This page may not be available in your language

ღვინო და მემკვიდრეობა

თუკი გაყვებით მსოფლიოს პირველი ღვინის ფესვებს, საქართველოში, ქვევრის ღვინოსთან აღმოჩნდებით. აქ მეღვინეობის ისტორია 8000 წელზე მეტს ითვლის. არქეოლოგიური მტკიცებულებების მიხედვით კი, პირველი ქართული ღვინოები, სწორედ ქვევრში მზადდებოდა და ინახებოდა. 

სიტყვა ქვევრი მომდინარეობს ქვეურიდან და „მიწაში ღრმად ჩამარხულს“ ნიშნავს. Იგივე შეიძლება ითქვას ქართული მეღვინეობის ტრადიციზე, ის ღრმად არის გამჯდარი ქვეყნის კულტურაში, ენაში, ლიტერატურაში, მითოლოგიასა და ფოლკლორში. ქვევრში ღვინის დაყენების ტექნიკა საქართველოში უნიკალური საოჯახო ტრადიციაცაა. აქ იშვიათად ნახავთ ოჯახს, სადაც ღვინოს მამაპაპურ ქვევრებში არ ინახავენ. Სწორედ ამიტომ, სტუმრების მარანში მიწვევა და ახლად გახსნილი ქვევრიდან ღვინის დაჭაშნიკება, მასპინძლის მხრიდან უდიდესი კეთიგანწყობის გამოვლინებაა.

ღვინისა და მემკვიდრეობის მარშრუტი იწყება მეღვინეობის ყველაზე ცნობილ რეგიონში, კახეთში, სადაც საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ უმაღლესი ხარისხის, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ორგანულ ღვინოები, მდიდარი არომატით და ტანინით.

ვენახისა და მარნის ტურებზე, გაეცნობით, ღვინის დაყენების სრულ პროცესს, გზას, რასაც გადის ღვინო, ყურძნიდან ჭიქამდე. ღვინის დეგუსტაციები, ფართოდ გაშილილი ვენახები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, ქვევრის ღვინის მუზეუმი და განსაცვიფრებელი კავკასიონის ხედები, ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ სასიამოვნო და ავთენტური გამოცდილებებისა, რასაც Ღვინისა და მემკვიდრეობის მარშრუტი გთავაზობთ. 

ინტერესები

რეგიონები

ფილტრი

Hashtags

ღვინო და მემკვიდრეობა