This page may not be available in your language

ღვინო და სპა

უძველესი დროიდან, ღვინო განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. Ეს გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გახადება, თუკი ამ ღვინის მარშრტუტს აირჩევთ. დამღლელი დღეების შემდეგ თითოეული ჩვენგანი იმსახურებს ძალების აღდგენას და რელაქსაციას. შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის საპოვნელად, „Ღვინო და სპა“ ღვინის მარშრტუტი უდაოდ უალტერნატივოა.

მარშრუტი იწყება ქართული ღვინის ყველაზე აღმოსავლეთ და მნიშვნელოვან რეგიონში - კახეთში. ვაზი აქ ყველგანაა, რადგან კლიმატი და ნიადაგი იდეალურია მევენახეობისთვის. Ადგილობრივ მარნებში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ წითელი ღვინის სარგებლო თვისებებს და გაიგოთ მეტი ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ.

აქ, პირდაპირი მნიშვნელობით, იგრძნობთ ღვინის ჯადოსნურ და გამაახალგაზრდავებელ ძალას მრავალფეროვანი სპა პროცედურების, მათ შორის საფერავის ღვინის აბაზანის მეშვეობით. Აქვე დაგხვდებათ ღვინისა და ყურძნის ბაზაზე შექმნილი დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური ექსკლუზიური სილამაზის პროდუქტები, 100% ბიო ყურძნისგან დამზადებული დაბერების საწინააღმდეგო ზეთები, რომელიც თქვენს კანს რბილს და ელასტიურს გახდის.

მიირთვით უნიკაკლური კახური ღვინოები, განიტვირთეთ სიმშვიდეში და გაატარეთ დაუვიწყარი დასვენება საქართველოში.

ინტერესები

რეგიონები

ფილტრი

Hashtags

ღვინო და სპა