ღვინო და ენდემური ჯიშები: საფერავის ტური
„ღვინო არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ღერთებმა ადამიანებს მისცეს“ - თქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა. Თუკი იკითხავთ, რა შეიძლება იყოს ღვინოზე უკეთესი? - გიპასუხებთ, მხოლოდ საფერავის ყურძნისგან დაყენებული ღვინო.
Საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია, ის მიეკუთვნება ტენტურიერი, მფერავი ყურძნის ჯიშებს. Საფერავის ღვინო გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუკეტით და ჰარმონიული გემოთი. Მას აქვს შავი კენკრის, ძირტკბილას, თამბაქოს, შოკოლადის და სანელებლების ნოტები.
ეს მარშრუტი გამოგზაურებთ საქართველოს შუაგულში, ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს შორის მოქცეულ რეგონებში, კახეთსა და ქართლში. Მოუხედავად იმის, რომ კახეთი და ქართლი, ქართული მეღვინეობის უძველესი რეგიონებია, ორივეს აქვს გამორჩეული და უნიკალური ისტორია, ტერუარი და ავთენტური ღვინოები.
საფერავის ღვინის მარშრუტი განკუთვნილია ღვინის ნამდვილი მოყვარულებისთვის. აქ ქვეყნის უძველესი და საუკეთესო მარნები გიმასპინძლებენ და შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ 5000-ზე მეტ, უნიკალურ და გამორჩეულ ღვინოს.
ზღაპრული ციხე-სიმაგრეები და სარდაფები, მშვენიერი ბაღები, ღვინის მუზეუმები, ალაზნის ველისა და კავკასიონის თვალწარმტაცი ხედები და ენდემური ვაზის მრავალფეროვნება, ეს მოკლე, თუმცა საკმარისი ჩამონათვალია, იმისათვის, რომ ქართული ღვინის მშვენებით, საფერავით, აღრფთოვანების გზა მონიშნოთ მარშრუტის რუკაზე.