ღვინო და ენდემური ჯიშები: ქისის ტური
Ქისის ღვინის მარშრუტი გამოგზაურებთ ქართული მეღვინეობის მთავარ რეგიონში, კახეთში. Ეს მარშრუტი შეიქმნა ღვინის ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ეძებენ უნიკალურ გემოებს, იშვიათ ვაზის ჯიშებს და ავთენტურ გამოცდილებას.
Მიუხედავად იმისა, რომ ქისი საკმაოდ ძველი ენდემური ყურძნის ჯიშია, ქართულ მეღვინეობაში გამორჩეულ ადგილს ბოლო წლების განმავლობაში იმკვიდრებს. Დღესდღეისობით ქისი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართული ვაზის ჯიში. 21 საუკუნე ნამდვილად არის ქისის აღმავლობის ხანა. Განსხვავებით სხვა ქართული თეთრი ღვინოებისგან, ქისის თვისებები სრულად რამდენიმე წლიანი დაძველების შემდეგ ვლინდება.
Ქისის ღვინის ტურზე თქვენ გიმასპინძლებენ ქვეყნის გამორჩეული მარნები და მეღვინეები, რომლებიც ინდივიდუალურად, ტრადიციული მეთოდების პატივისცემით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უდიდესი სიყვარულით, მოთმინებით და ენთუზიაზმით ეკიდებიან ღვინოს.
Გარდა გამორჩეული ღვინოებისა, ეს მარშრუტი დაიპყრობს თქვენს გულებს კახეთის თვალწარმტაცი ველებით, რომლებსაც მედიდურად დაჰყურებს კავკასიონის ქედები. Აქ წარსულის არტეფაქტები, ისტორია, არქიტექტურა, კულტურა და ფოლკორი ჰარმონიულად ერწყმის ყოველდღიურობას. Ეს განწყობა ადვილად გადადის თითოეულ სტუმარზე და ფართოდ უშლის კარს ყველას თავის ჯადოსნურ სამყაროში.