This page may not be available in your language

მეღვინეობა ხარება

მეღვინეობა ხარებას „ყვარლის ღვინის გვირაბი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული კომპლექსია საქართველოში. უნიკალური ღვინის მარანი და ტურისტული კომპლექსი, ალაზნის ველის განაპირას, კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი და ყვარელში ჩასულ სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

ღვინის გვირაბის საერთო სიგრძე 7,7 კმ-ია, ის შედგება ორი მთავარი და 13 დამაკავშირებელი გვირაბისგან. ერთ-ერთ მთავარ გვირაბში განთავსებულია ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 27 000 ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება.

გარდა გვირაბისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენს დიდი რეკრეაციული პარკი, მდინარე, უძველესი ქვევრები, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ტრადიციული პურის საცხობი, ჭაჭის სახდელი, უძველესი მარანი საწნახელითა და ქვევრებით, საკალმახე და ფაცხები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ მასტერკლასებში, როგორიც არის ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა.

დამატებითი ინფორმაცია

როგორ ჯავშნიან ტურისტები ღვინის ტურს?

https://winery-khareba.com/ka/home / 00995 599887026 / 00995 591918941

იღებს თუ არა მეღვინეობა სტუმრებს:

წინასწარი დაჯავშნის გარეშე მთელი წლის განმავლობაში

კომუნიკაციის ენა

English , Russian

რეგიონები:

კახეთი

მარნის ზომა:

დიდი

ღვინის კატეგორიები:

Natural, Qvevri Wine , Classis/Eurpoean Wine

წარმოებისთვის გამოყენებული ყურძნის ჯიშები

რქაწითელი, საფერავი, ქისი, ციცქა, კრახუნა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე

ღვინის ტურის ვარიანტები:

Wine Tasting , Vineyard Tour , Meeting with winegrower/winemaker , Tours with meals/snack , Harvesting

გადახდის მეთოდები:

Bank transfer&Cash

განთავსების საშუალებები:

ინტერესები

რეგიონები

აირჩიეთ წერტილი რუკაზე მარშრუტის დასაწყებად


რუკაზე, ფილტრების ველში, შეარჩიეთ ტურისტული ატრაქცია, ამის შემდეგ შეძლებთ ჰეშთეგების გამოყენებას

ფილტრი

Hashtags

მეღვინეობა ხარება

0

შეფასების დასაწერად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში

განაგრძეთ Facebook-ით ან განაგრძეთ Google-ით