This page may not be available in your language

ღვინის მარანი

გოგი მარგველიძის მეღვინეობა

0(0 reviews)

გოგი მარგველიძის ღვინის მარანი არის მცირე საოჯახო მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს ამბროლაურის ცენტრში. მარანი გარშემორტყმულია საკუთარი ვენახებით. აქ გაშენებულია ალექსანდროული, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა და კაბისტონი. 

Მიუხედავად იმისა რომ მარანი მეღვინეთა რამდენიმე თაობას ითვლის, ოჯახმა მხოლოდ ორიოდე წლის წინ აქცია მეღვინეობა ბიზნესად. სტუმრებს აქ განსაკუთრებული გარემო ელოდებათ, გულისხმიერი მასპინძლობით საუკუნოვანი სახლის მყუდრო გარემოში.

ნაბერაული ვაინს

0(0 reviews)

ნაბერაულის მისია, ქართული ღვინის მრავალფეროვნების, უნიკალური და უიშვიათესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნება და განვითარებაა; ღვინის უნიკალური სახეობა - რაჭული მწვანე, ბრენდის ის მთავარი მახასიათებელია, რაც მას ქართული მეღვინეობის ბაზარზე სხვა მწარმოებლებისგან განასხვავებს.

რაჭული უიშვიათესი ღვინის სახეობებიდან ქართველი და უცხოელი მომხმარებელი მხოლოდ ხვანჭკარას იცნობს. თუმცა, ამ რეგიონს ჭიქა ღვინით საქართველოსა და მსოფლიოსთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი.

რაჭის მეღვინეობის მივიწყებული ადათ-წესების აღდგენითა და წარსულისა თუ ექსპერიმენტების მუდმივი ძიებით, „ნაბერაული“ ქმნის ნამდვილი რაჭული ღვინის განუმეორებელ გემოს. საინტერესო და გამორჩეული სტილის ეტიკეტებით კი ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება.

„ნაბერაულის“ ბრენდის ქვეშ უიშვიათესი ჯიშებით ნამდვილი რაჭული ღვინოების ფართო ასორტიმენტი იკვრება, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს საქართველოს სხვა კუთხეების ცნობილ ღვინოებს.

გაიოზ სოფრომაძის მარანი

0(0 reviews)

Გაიოზ სოფრომაძის საოჯახო მარანი მდებარეობს იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში და ორიენტირებულია მხოლოდ ბუნებრივი ღვინის წარმოებაზე. აქ ღვინო ყენდება, მინიმალური ჩარევით, ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან, როგორიცაა ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ძელშავი, ჩხავერი და სხვა. 

დღეს გაიოზი და მისი ორი ვაჟი 9 განსხვავებულ ღვინოს ტრადიციული იმერული ტექნოლოგიით აწარმოებენ. სოფრომაძის ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღვინისა და ვენახის პატივისცემა და გარემოზე ზრუნვა. 

თუ გსურთ სტუმართმოყვარე მასპინძლის მეღვინეობის გამოცდილების გაზიარება, ეს ადგილი თქვენთვისაა. Გამორჩეული ხარისხის ღვინოებთან ერთად, აქ ტრადიციული ქართული კერძები, იმერული სტუმართმოყვარეობით გაშილილი სუფრა და ბატონი გაიოზის ღვინის სიყვარულითა გაჟღენთილი ისტორიები დაგხვდებათ.

სიმონ ჩხეიძის მარანი

0(0 reviews)

„სიმონ ჩხეიძის მარანი“ მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ II ობჩაში. კომპანია დაარსდა და იმართება ძმების, ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეების მიერ. კომპანიის სახელი „სიმონ ჩხეიძის მარანი“ უკავშირდება ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეების მამას, წარსულში დამსახურებულ მეღვინეს ბატონ სიმონს და კომპანიის მთავარი მიზანიც ჩხეიძეების ოჯახში არსებული მეღვინეობის მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელება და პოპულარიზაციაა.

„სიმონ ჩხეიძის მარანი“ აწარმოებს წითელ, თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს ისეთი ჯიშის ყურძნებისგან როგორებიცაა ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ჩხავერი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთავარი რესურსი მიმართულია, საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ოცხანური საფერეს წარმოებაზე. 

შატო-დიო

0(0 reviews)

საოჯახო სასტუმრო და მარანი „შატო დიო“ მდებარეობს ამბროლაურიდან 2 კილომეტრში, სოფელ ძირაგეულში. ულამაზესი ხედებითა და სასიამოვნო გარემოთი, „შატო დიო“ იდეალური ადგილია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის.

შატოს აქვს საოჯახო მარანი, სადაც ტრადიციული მეთოდით მზადდება საგვარეულო ღვინოები. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, ორგანულ ხილი და მთის უნიკალური თაფლი. 

ბაიას ღვინო

0(0 reviews)

„Ბაიას ღვინო“ არის საოჯახო მეღვინეობა, რომელიც მდებარობას სოფელ ობჩაში. ბაიას და გვანცას მეღვინეობა ნატურალურია, როგორც თავად ამბობენ ნატურალური მეღვინეობის მთავარი არსი ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაა, მაღალი ხარისხის ყურძენი კი საშუალებას აძლევს, რომ ზედმეტი ჩარევის გარეშე შექმნან სახასაითო და ინდივიდუალური ღვინო. 

ბაია და გვანცა ერთ-ერთი პირველი ქალი მეღვინეები არიან რომელთა მარანმაც ღვინის ენთუზიასტების სიყვარული და მოწონება დაიმსახურა, როგორც თავად ამბობენ სქესს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ხარისხი და შედეგია. 

Ბაიას მარანი ხშირად მასპინძლობს თემატურ ღონისძიებებს და ღვინის დეგუსტაციებს. Სტუმრებისთვის აქ იდეალური გარემოა შექმნილი, ვენახებში ჩაფლული საოჯახო სასტუმრო, მარანი და ულამაზესი ეზო, იმერული სოფლის პეწითა და ჩრდილში გაშილილი ტრადიციული სუფრით, დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

ღვარძელაშვილის მარანი

0(0 reviews)

ღვარძელაშვილის მარანი აწარმოებს ბილოგიურად სუფთა, წითელ და თეთრ, გაუფილტრავ ქვევრის ღვინოს, რომელიც წინანდლის მიკროზონაში, კერძოდ სოფელ კონდოლში მოყვანილი ყურძნის ჯიშებისგან მზადდება. 

აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ იშვიათი ჯიშის ღვინო - ჟღია. ღვარძელაშვილის მარნის ღვინოები, სხვადასხვა ხილის საუკეთესო არომატით გამოირჩევა და ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. 

აქ დაყენებული ღვინის თითოეულ ბოთლს განსაკუთრებული მზრუნველობით და სიყვარულით ეკიდებიან, რაც აისახება ღვინის ხარისზე და თითოულ სტუმარზე გამორჩეულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

როსტომაანთ მარანი

0(0 reviews)

როსტომაანთ მარანი, დიდი ტრადიციების მქონე პატარა საოჯახო მეღვინეობა, მდებარეობს თელავში, ნადიკვარის პარკთან ახლოს. როსტომაანთ მარანი, თავის ისტორიას 1770 წლიდან ითვლის და ის როსტომ ორბელიანის სახელს უკავშირდება. Მას შემდეგ, დღემდე, მეღვინეობამ როსტომაშვილების ექვსი თაობა გამოიარა.

„Როსტომაანთ მარანის“ ვენახები მდებარეობს შიდა კახეთში, სოფელ კურდღელაურში, რომელიც ეკუთვნის წინანდლის მიკრო ზონას. ვენახი განლაგებულია ზღვის დონიდან 450 მეტრის სიმაღლეზე, რომლის მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2300 საათს აღემატება.

ამჟამად მეღვინეობა აწარმოებს ქვევრის რქაწითელს, ხიხვს, საფერავს და ჭაჭას. Ადგილზე მოსულ სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან მაღალი ხარისხის ქართული ღვინოები, დააგემოვნონ ქართული კერძები და დაესწრონ ხინკლის მომზადების მასტერკლასს.

ჭონას მარანი

0(0 reviews)

„ჭონას მარანი“ არის ჭონიშვილების საგვარეულო მარანი, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში. ოჯახს გააჩნია ნატურალური ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და დაფუძნებულია კახურ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე, რაც გულისხმობს ღვინის ქვევრში დაყენებასა და დავარგებას. 

აქ ღვინო იწარმოება საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნიდან. ვენახის მოვლა კი ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. ვენახის მოვლაზე ყურძნის დაწურვაზე, ღვინის დაყენებასა და ბოთლში ჩამოსხმაზე ოჯახის წევრები თავად ზრუნავენ. 

ჭონას მარანის ვენახებში რთველი სექტემბრის ბოლოს იწყება, ღვინის დაყენებას და დეგუსტაციას ტრადიციულად თან ახლავს ქართული მრავალხმიანი სიმღერები, რაც ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ჯავახიშვილების მარანი

0(0 reviews)

„ჯავახიშვილის მარანი“ მდებარეობს ყვარელში, ულამაზესი ხედებით გარშემორტყმულ ადგილზე. მარნის უძველესი არქიტექტურული სტილი მე-17 საუკუნის საქართველოში დაგაბრუნებთ. კომპლექსში შედის: დიდი მარანი, ღვინის სადეგუსტაციო ოთახები, ჭაჭის ქარხანა, ასევე ღვინის წარმოებისა და დახარისხების დარბაზები. 

მარანი ჩუბინი

0(0 reviews)

ჩუბინის ღვინის მარანი არის მცირე საოჯახო მეღვინეობა, რომელიც აწარმოებს ნატურალურ და ავთენტურ ქვევრის ღვინოებს. Მარანი ჩუბინი მდებარეობს სოფელ შილდაში, კავკასიონის მთების მთისწინეთში, გარს კი მდინარე ალაზნის ხეობის ულამაზესი პანორამული ხედი აᲛშვენებს.

„მარანი ჩუბინი" სტუმრებს ქართული ღვინის გემოებში ამოგზაურებს და იმ ტრადიციულ გზას აჩვენებს, რასაც ის ჩვენს სასმისებში მოხვედრამდე გადის. ენდემური ქართული ვაზის ჯიშები, ქვევრის უნიკალური ტექნოლოგია, ბუნებრივი და ორგანული მიდგომა - ეს ის მახასიათებლებია, რაც ჩუბინის ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის.

თუკი გსურთ, გამოსცადოთ სახელგანთქმული ქართული სტუმართმოყვარობა, მთელი თავისი სისავსით, ჩუბინის ღვინის მარანს უნდა ესტუმროთ. Აქ თითოეულ ვიზიტორს თავად მეღვინე მასპინძლობს და აცნობს მათ ქართული ღვინის, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების და მევენახეობის ისტორიას. 

ტყუპების საღვინე სახლი

0(0 reviews)

„ტყუპების ღვინის სახლის“ ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება და დღემდე, ტყუპი ძმების მონდომებითა და ძალისხმევით, გრძელდება. კახეთის მზიან ვენახებში მოკრეფილი მტევნებით, მამაპაპური ტრადიციებისა და სამეცნიერო მეთოდების შერწყმით, Ტყუპების ღვინის სახლი გამორჩეული ხარისხის სასმელს აწარმოებს.

Აქვე მდებარეობს „ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი“ რომელიც დეტალურად აღწერს ქვევრში ღვინის დაყენების სრულ პროცესს. ის 2014 წელს გია და გელა გამტკიცულაშვილებმა დაარსეს. მის შემადგენლობაშია 5 საგამოფენო სივრცე, ქვევრის რვამეტრიანი მონუმენტი და მარანი.

Უნიკალური მუზეუმოს დათვალიერებისას, ქართული ღვინის ტრადიციების სამყაროში იმოგზაურებთ, სადაც ისტორიასაც გაეცნობით და ღვინის დაყენების პროცესის თანამონაწილეც გახდებით.